მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება განხორციელდება 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით

თითოეულ პროგრამაზე ადგილების რაოდენობა შეადგენს 20.

 

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორი სოსერტიფიკატი (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage, Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543);
  • გასაუბრება სპეციალობაში.

 

გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:

I ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით):

უცხო ენის გამოცდა - 7 სექტემბერი;

• უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

• სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 9 -10 სექტემბერი;

• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი.

 

გასაუბრება სპეციალობაში - 13 სექტემბერი;

• შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 14 -15 სექტემბერი;

• აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 16 სექტემბერი.

 

II  ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით)

უცხო ენის გამოცდა - 19 სექტემბერი;

• უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი; 

• სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 21-22 სექტემბერი; 

• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 23 სექტემბერი.     

 

გამოცდა სპეციალობაში - 26 სექტემბერი;

• შედეგების გამოცხადება - 27 სექტემბერი;

• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 27-28 სექტემბერი;

• აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 29 სექტემბერი;

 

საბოლოო შედეგების გამოცხადება - 29 სექტემბერი;

ხელშეკრულების გაფორმება - 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი.

 

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

როგორც ადგილზე: ადმინისტრაციული  კორპუსის  პირველ  სართულზე ოთახი №103, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (გარდა შესვენებისა  - 14:00 - 15:00 საათი). მის: გურამიშვილის გამზირი № 76.

ისე ელ ფოსტაზე: info@eu.edu.ge, ან დარეგისტრირდით ონლაინ : https://eu.edu.ge/ol/apply/

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებუცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
  • ფოტო-სურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.

შენიშვნა:  გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება Zoom პლატფორმის მეშვეობით (ონლაინ რეჟიმში).

 

საკონტაქტო პირი: სასწავლო პროცესის მენეჯერი ლიკა ლომსაძე 577 489 692 

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!