საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო პროგრამა ლიეტუვაში

ევროპის უნივერსიტეტში 2022-23 წლის საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო პროგრამაზე ლიეტუვაში მიღება ცხადდება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ევროპის უნივერსიტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

  • განაცხადების მიღება ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მეშვეობით ხორციელდება. 
  • მასპინძელი უნივერსიტეტი: ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები ლიეტუვადან;
  • ხანგრძლივობა: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი);
  • სტიპენდია: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის - 420 ევრო;
  • დაინტერესებულმა სტუდენტებმა, 2022 წლის 4 აპრილის 12:00 საათამდე სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ: https://forms.gle/4Bqh6t37Djr6j8PeA

რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის პირობებს სრულად დააკმაყოფილებენ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისგან კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. 

შენიშვნა: 30 მარტს, 12:00-ზე საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

შეხვედრაზე დასასწრები ბმული: https://meet.google.com/kix-tbyb-hcx

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!