მალაგას უნივერსიტეტის პროფესორებმა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების ციკლი ჩაატარეს

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მალაგას უნივერსიტეტის პროფესორებმა - სერხიო როხასმა და ესტებან ფერერმა 12-13 ოქტომბერს ლექციები ჩაატარეს.
 
ესტებან ფერერმა თემაზე "მანქანური სწავლება და თვითორგანიზების ნერვული ქსელის მოდელი“ ისაუბრა, სერხიო როხასმა კი - თემაზე "ბიოინფორმატიკის გამოყენება მცენარეებზე“.
 
ინტერაქტიულ რეჟიმში სოფლის მეურნეობისა და მედიცინის დარგებში ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული და ეთიკური ასპექტები განიხილეს.
 
მალაგას უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომელთაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კვლევის შედეგები და არსებული პრაქტიკა გაუზიარეს.
 
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტში სერხიო როხასის და ესტებან ფერერის ვიზიტი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის - მაკა მანწკავასა და ნინო პავლიაშვილის მალაგას უნივერსიტეტში სწავლების მიზნით მობილობა უძღვოდა წინ.

გააზიარე გვერდი: