ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა
მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე „სოციალური მეცნიერებები რეგიონული განვითარებისთვის 2021", ჩატარდა, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაზე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გივი ბედიანაშვილმა, თანაავტორებთან ერთად, პრეზენტაცია, თემაზე „სტუდენტების სამეწარმეო პოტენციალი: წარმატებები და ბარიერები (ლატვია, საქართველო)“, წარადგინა, ხოლო ლატვიელ კოლეგასთან ერთად, კონფერენციის მეორე, პლენარულ სესიას გაუძღვა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი და დაუგავპილსის უნივერსიტეტი უკვე არაერთი წელია სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით თანამშრომლობენ.
ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს დაუგავპილსის უნივერისტეტს, 100 წლის იუბილეს.