პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები 2015“
ევროპის უნივერსიტეტისა და „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“, ჩატარდა.
„საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ქართულმა მართლმსაჯულებამ რთული გზა განვლო. სამწუხაროდ, სასამართლოები ყოველთვის ვერ იდგენ სათანადო სიმაღლეზე, რისი დასტურიც გახლავთ წინა ხელისუფლებების მმართველობის დროს სასამართლოების მიერ გამოტანილი და ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურაში შეტანილი უამრავი საჩივარი. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობაშიც უამრავმა ხარვეზმა და პრობლემამ იჩინა თავი. სწორედ ამ პრობლემების და ხარვეზების გამოსწორების გზების და მათი დაძლევის ძიებას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია“- განაცხადა იოსებ კელენჯერიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა სამართლის დარგში აღიარებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს. კონფერენციას მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.