ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ვებინარი ჩატარდა

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9 ივლისს საერთაშორისო საჯარო ვებინარი თემაზე - "სამშვიდობო განათლება" ჩატარდა, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის (საქართველო), ქუთაისის უნივერსიტეტის (საქართველო), დევიდ იელინის განათლების კოლეჯის (ისრაელი) და დობროვა გორნიცას უნივერსიტეტის პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა.

მომხსენებლებმა სამშვიდობო განათლების მნიშვნელობა კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ გარემოში მიმოიხილეს და ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, როგორებიცაა - სამოქალაქო განათლება საქართველოში; განათლების პოლიტიკა თურქეთში; პალესტინელი და ებრაელი სტუდენტების დიალოგი მულტიკულტურულ გარემოში; მულტიკულტურალიზმი, ინტერნაციონალიზაცია და სამშვიდობო განათლება უმაღლეს განათლებაში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის სახელით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ლექტორმა ნინო კუხიანიძემ სამშვიდობო განათლების შესახებ მოხსენება წარადგინა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონიისა და გერმანიის მაგალითები მიმოიხილა.

გააზიარე გვერდი: