ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციების სერია გამართეს
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის სამედიცინო გენეტიკის მიმართულებით, 2-კვირიანი ონლაინ ლექციების სერია გაიმართა, რომელსაც სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (სოფია, ბულგარეთი) პროფესორები უძღვებოდნენ.
სალექციო კურსი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: რეპროდუქციული გენეტიკა, ქრომოსომული, მიტოქონდრიული და თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები, ადამიანის გენომის აგებულება და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ლექციების სერია ევროპის უნივერსიტეტსა და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან სერტიფიკატები გადაეცათ.