ევროპის უნივერსიტეტში ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში", უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსი თემაზე "საქართველოს ევროპული მომავალი“, "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან. 
 
კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.

სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ:
 
I ადგილი - ელექტრო სკუტერი (ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით);
II ადგილი - ლეპტოპი (დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის);
III ადგილი - ფოტოაპარატი (აღმოაჩინე ევროპა შენი ობიექტივით).
 
კონკურსის ფარგლებში, ასევე, საფრანგეთის საელჩომ რჩეული კონკურსანტები გამოავლინა, რომლებიც ერთ დღეს საფრანგეთის საელჩოში გაატარებენ.

დღესვე საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასს "ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
 
ღონისძიებას, მუსიკალურად აფორმებდა საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი, კომპოზიტორი, პინისტი - ნიკა ნიკვაშვილი, სოპრანო - მარიამ როინიშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, კამერული შემადგენლობით.
 
დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა მუსიკოსი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური მდგომარეობის გათალისწინებით, ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!