ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია "საგანმანათლებლო, კულტურული და მხატვრული პრაქტიკები" გაიმართა

ხორტიციის ეროვნული აკადემიის (უკრაინა) ორგანიზებითა და ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია "საგანმანათლებლო, კულტურული და მხატვრული პრაქტიკები" გაიმართა.

ევროპის უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ლექტორმა ნინო კუხიანიძემ მოხსენება თემაზე - "სამშვიდობო განათლების მნიშვნელობა პოსტ-კონფლიქტურ გარემოში" წარადგინა. ნაშრომი მიზნად ისახავდა, მოეკვლია როგორც საგანმანათლებლო სისტემების როლი სამშვიდობო პროცესების განვითარების კუთხით კონფლიქტის შემდგომ გარემოში, ასევე, სასწავლო გეგმაში სამშვიდობო განათლების დანერგვის პერსპქეტივები. პრეზენტაციის ფარგლებში, მომხსენებელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონიისა და გერმანიის მაგალითები მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებითა და ხორტიციის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გასულ წელსაც გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ბოლოს მომხსენებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი: