ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელსაც  ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის უცხოელი კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, სოფიო სამხარაძემ, მედიცინის პროგრამის თანა-ხელმძღვანელმა, ეკა ჯაბუამ და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, თინათინ გოგნაძემ. სტუდენტებს წერილობით მიულოცა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თამარ ზარგინავამ, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი.

საღამოს უძღვებოდა ქართველი მომღერალი, საბავშვო ევროვიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე, ხოლო მუსიკალურად აფორმებდა როიალთან- ქ-ნი თამილა ჩირაძე, ვიოლინოსთან, კი, ბ-ნი სამუელ პერიხარიანი.

გამოსაშვები საღამო, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა და პირდაპირი ჩართვა გადაიცემოდა ევროპის უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბ არხებზე, რომლის საშუალებითაც სტუდენტების მშობლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ თვალი ედევნებინათ ცერემონიისთვის სხვადასხვა ქვეყანაში,

 

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებულად აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!