ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს პოლონეთსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს

11 ნოემბერი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნავს სუვერენიტეტის აღდგენის თარიღს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.

საქართველოსა და პოლონეთს მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში.

ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს პარტნიორ უნივერსიტეტებს პოლონეთში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს:

  • დობროვა გორნიცას უნივერსიტეტს;
  • ვისტულას უნივერსიტეტს;
  • ბიზნესის უმაღლეს სკოლას ვროცლავში;
  • ბოლესლავ პრუსის სახელობის ვარშავის უმაღლეს ჰუმანიტარულ სკოლას;
  • სიდლიცას უნივერსიტეტს;
  • პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს.
გააზიარე გვერდი: