V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
26 სექტემბერს მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“ (The 5th Scientific International Conference on "ACTUAL ECONOMIC AND SOCIAL PROBLEMS IN MODERN GLOBALIZATION") დისტანციურად გაიმართა.
კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევთი ინსტიტუტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტი და დაუგავპილსის უნივერსიტატი (ლატვია, ქალაქი დაუგავპილსი).
ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი წარმომადგენლებიც იღებდნენ (ლატვია, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია). მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მომხსენებელმა.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა და ქუთაისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ. ასევე, დაუგავპილსის უნივერსიტეტდან, პროფესორმა, ვლადიმერ მენშიკოვმა, კიევის ტარას შევჩენკოს სახლელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროფესორმა, ოლიონა ბაჟენოვამ, ხერსონის აგრარული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასოცირებულმა პროფესორმა ჟანა ჟოსანმა.
კონფერენციაზე, ქართველ და უცხოელ მომხსენებლებთან ერთად, საინტერესო სიტყვით წარსდგნენ, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: გივი ბედიანაშვილი, ეკატერინე ნაცვლიშვილი, თორნიკე ხოშტარია, მიხეილ ბიჭია, ამირან მაღლაკელიძე, ქუჯი ბიჭია.
კონფერენციაზე განხილული იყო საკითხების ფართო წრე, დაკავშირებული პანდემიასთან და მის გამოწვევებთან, გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში, საქართველოში, ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. განხილული იყო ასევე განათლების, მეცნიერების, ინოვაციური პროცესების, მაკროეკონომიკის და ფინანსების, ბიზნესის და ტურიზმის პრობლემები.