"სახელმწიფოს ახალი კონცეფცია"

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და ჩვენი პარტნიორი, პორტოს ბიზნეს სკოლის ფინანსური მხარდაჭერით, გრძელდება Ernst & Young-ის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო მასტერკლასების სერია. 

შაბათს, 27 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების აკადემიური პერსონალი გაეცნო თემას -  "სახელმწიფოს ახალი კონცეფცია".

მასტერკლასს უძღვებოდა პროფესორი კარლოს ლობო:

  • პორტუგალიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი საგადასახადო საკითხებში;
  • სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი;
  • ლისაბონის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი;
  • ლისაბონის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
  • საგადასახადო პოლიტიკის ლიდერი პორტუგალიის Ernst & Young-ში;

მონაწილეებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატები პორტოს ბიზნეს სკოლისგან.

გააზიარე გვერდი: