მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“
29-30 ივნისს, სასტუმრო ქორთიართ მერიოტში, მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“ გაიმართა.
კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევთი ინსტიტუტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესის“ ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს მეცნიერებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი წარმომადგენლებიც ღებულობდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ლატვია, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი და თურქეთი.
მომხსენებლებს შორის საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორები: მოშე ბარაკი (ბენგურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი), გოჩა თუთბერიძე, გივი ბედიანაშვილი, თორნიკე ხოშტარია (ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო), გიორგი ღაღანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), იოსებ არჩვაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი, საქართველო), მიხეილ თოქმაზიშვილი (თბილსის ღია უნივერსიტეტი, საქართველო), ინტა ოსტროვსკა და დიმიტრი ოლეხნოვიჩი (დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია), ფიტიმ დიარი და სადრი ოლიჯი (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ მაკედონია), მუჰამედ ოზეკინი (უსაკის უნივერსიტეტი, თურქეთი), ვიდა ტაჰერზედე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო), ალექსანდრა კაჩმარეცი (თავდაცვის აკადემია, პოლონეთი) და სხვა.
საკუთარი კვლევის შედეგების შესახებ პრეზენტაცია 35 მონაწილემ გააკეთა.
კონფერენციაზე განხილული იყო საკითხების ფართო წრე, კერძოდ, გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევების თავისებურებები, ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს და მისი რეგიონების კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციური პროცესების, მაკროეკონომიკის და ფინანსების, ბიზნესის და ტურიზმის პრობლემები.