საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლებები “

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

მართლმსაჯულების აქტუალური პრობლებები“.

კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 19 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში. დასაწყისი 10.00 სთ.
 
მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. 13, საკონფერნენციო დარბაზი.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯომარე:

მინდია უგრეხელიძე

კონფერენციის მონაწილეები: 
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც თეორიტიკოს (მკვლევრებს, ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს) ისე პრაქტიკოს იურისტებს და მოსამართლეებს. 
 
მონაწილეთა რეგისტრაცია და ნაშრომების წარმოდგენის წესი:
 
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, თავდაპირველად აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა)  გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე :  conference2019@eu.edu.ge . გამოგზავნისას,  ელ-ფოსტის გზავნილის საგნის ველში მიუთითეთ „საკონფერენციო ნაშრომი 2019“.  აბსტარქტი უნდა გამოაგზავნოთ 2019 წლის 1 აგვისტომდე,  ხოლო ნაშრომის და რეზიუმეს (რეზიუმე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 სექტემბერი. 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:

  • მოხსენება;
  • დაუსწრებლად (მონაწილეები უცხოეთიდან აგზავნიან სამეცნიერო ნაშრომებს).

კონფერენციის რეგლამენტი:

  • მოხსენება 15 წუთი;
  • მსჯელობა 10 წუთი.

 სამეცნიერო ნაშრომის სავალდებულო ფორმატი:
 
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატში; შრიფტი „Sylfaen“ (ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომისათვის „Times New Roman“); ინტერვალი 1.5; ფონტის ზომა 12.
ნაშრომს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე. ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა იყოს ნაშრომის ბოლოს, რეზიუმეს შემდეგ. უცხო ენაზე შესრულებული ნაშრომებისათვის სავალდებულოა რეზიუმე მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
 
სხვა მოთხოვნები:
 
წარმოდგენილი ნაშრომი აქამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ სამეცნიერო ჟურნალში. სტატია საბოლოო განხილვისათვის გადაეცემა ჟურნალ ,,სამართალი და მსოფლიო’’-ს სარედაქციო კოლეგიას. მოწონებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც მიიღებენ შეტყობინებას  2019 წლის 15 სექტემბრამდე.

კონფერენციის შემდგომ საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ,,სამართალი და მსოფლიო’’ www.lawandworld.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 591952024
 
 

გააზიარე გვერდი: