ჟან მონეს მოდული

image image image

მოდულის სახელი: ევროკავშირის ჟან მონეს მოდული „საქართველოს ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE).

მოდულის მიზანი: მოდულის მიზანია ქართველ სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის წახალისება. ამისთვის ჟან მონეს მოდული იყენებს სწავლებისა და კვლევის ინტერდისციპლინურ მიდგომას. მოდული განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს დემოკრატიზაციასა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე.

ამოცანები და აქტივობები: ჟან მონეს სამწლიან მოდულს აქვს სამი ამოცანა:

სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ევროპული ცოდნის გადაცემა. აღნიშნული ამოცანა მოიცავს 2021, 2022 და 2023 წლებში სამ ზამთრის სკოლას „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირი“, რომელიც განკუთვნილია ევროპის უნივერსიტეტის და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტებისთვის, აგრეთვე, საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლისთვის.

ზამთრის სკოლის მონაწილეები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკის, ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ზამთრის სკოლის დისკუსიებში ერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის გამორჩეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.

ზამთრის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, გამორჩეული სტუდენტები კი ამზადებენ ბროშურას და ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდზე აქვეყნებენ ბლოგს ზამთრის სკოლის და მისი ერთ-ერთი თემის შესახებ. ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ეძლევა ჟან მონეს მოდულის 2021-2023 წლების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა და დისკუსიების შესაძლებლობა.

მეორე ამოცანა ემსახურება ევროპეიზაციასა და დემოკრატიაზაციის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევარებში ცოდნისა და კვლევის ხელშეწყობას. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში მოდულის აკადემიური გუნდი მოამზადებს და გამოაქვეყნებს დაახლოებით 20-გვერდიან კვლევას შემდეგი საკვლევითი კითხვით: რატომ და როგორ არის ევროპეიზაცია საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი?

ევროპის უნივერსიტეტი აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გამართავს საჯარო პრეზენტაციას.

მოდულის მესამე ამოცანა მიზნად ისახავს ევროპის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიების გამართვას სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით. 2021 წელი დაეთმობა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებს, 2022 წელი - სექტორულ ნაწილებს, 2023 წელი კი - საქართველოს საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას და ურთიერთობებს.

მოდულის აკადემიური გუნდი:

  • მოდულის აკადემიური კოორდინატორი: პროფ. ლევან მახაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე
  • მოდულის კოორდინატორი: დოქ. გრიგოლ გეგელია, საქართველოს ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დოქტორი პოლიტიკურ თეორიებში (EUI, ფლორენცია); პოლიტიკური აზროვნების მაგისტრი (UCL)
  • მოდულის კოორდინატორი: პროფ. ემილ ავდალიანი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი.
  • მოდულის კოორდინატორი: პროფ. გიორგი მჭედლიშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: პროფ. გიორგი ღლონტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: პროფ. სიმონ (ამირან) თავართქილაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: პროფ. გივი ბედიანიშვილი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: თათია დოლიძე, ევროპისმოცდნე, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსი, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: ნინო აბზიანიძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კომუნიკაციების კოორდინატორი, თსუ მოწვეული ლექტორი.
  • აკადემიური გუნდის წევრი: გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, უსაფრთხოების მკვლევარი.
გააზიარე გვერდი: