I საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI 2021)

ჩვენ შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ და ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.

კონფერენციის მიზანია განათლების მკვლევარების, ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის აკადემიური პლატფორმის შეთვაზება, სადაც ისინი განიხილავენ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

კონფერენციის სამუშო თემებია:

  • სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები;
  • შეფასების ინოვაციური მეთოდები;
  • ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;
  • ელექტრონული სწავლება და ელექტრონული ტრენინგი;
  • ცოდნის დაუფლება, ვიზუალიზაცია და მენეჯმენტი;
  • და სხვა.

აბსტრაქტების გაფორმების წესი:

  • აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
  • აბსტრტაქტი უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანს, მეთოდებს, შედეგებსა და დასკვნებს.
  • აბსტრაქტში უნდა აისახოს ავტორის ა) სახელი და გვარი; ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) აფილირების უნივერსიტეტი (ქვეყანა).

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს (https://iceti.eu.edu.ge/).

კონფერენციაზე დასწრება, მონაწილეობა და აბსტრაქტების კრებულის მიღება უფასოა.

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ნოემბერი.

ავტორების ინფორმირება აბსტრაქტების მიღებასთან დაკავშირებით მოხდება არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბერისა.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: iceti@eu.edu.ge

ტელ.: 0322 000 171 (151)


საორგანიზაციო კომიტეტი:

  • სოფიო ხუნდაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
  • გვანცა ჯიჩოშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)

სამეცნიერო კომიტეტი:

 

  • ლელა აბდუშელიშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
  • ნათია ჯოჯუა (ევროპის უნივერსიტეტი)
  • თეონა გრიგოლაშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი)
  • მარიამ რამინაშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)
  • თათია დოლიძე (ევროპის უნივერსიტეტი)
  • აზა იფშირაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)
  • ბესიკ ტაბატაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
  • მიხეილ გაგოშიძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)
  • მაია ბლიაძე (ევროპის უნივერსიტეტი)

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!