დასრულებული კვლევითი პროექტები

სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე

2022-23 აკადემიურ წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ „ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ბაია კუბლაშვილმა და აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა თამარ მაღლაკელიძემ წიგნი "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ გამოსცეს.


ტუბერკულოზის პრევენციული  მკურნალობის გავლენის ეპიდემიოლოგიური ანალიზი აქტიური ტუბერკულოზის განვითარებაში

კვლევა „ტუბერკულოზის პრევენციული  მკურნალობის გავლენის ეპიდემიოლოგიური ანალიზი აქტიური ტუბერკულოზის განვითარებაში“ განხორციელდა 2021-22 წელს "ევროპის უნივერსიტეტის" დაფიანსებით.

ორწლიანი კვლევის მიზანი იყო ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლა პირებში, რომლებსაც ეწევათ რეკომენდაცია ჩაიტარონ აღნიშნული თერაპია. კვლევაში ჩართული იყო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიული განყოფილება და საქართველოს 4 რეგიონის ტუბერკულოზის დაწესებულებები.

კვლევა დასრუდა 2022 წლის დეკემბერში. კვლევის მონაცემთა წარდგენა განხორციელდა, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის და სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო დონეზე რიგით მე-16 ტუბერკულოზისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, ქალაქ ბერლინში. ასევე, გამოქვეყნდა ჟურნალ "სოკრატეს ლექციების" მე-8 გამოცემაში. 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა კოხრეიძე

გააზიარე გვერდი: