სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყბის ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები სტუდენტებისთვის

2023 წლის 18 აპრილიდან 5 მაისის პერიოდში უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური პოსტერების კონკურსი თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ევროპის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს. კონკურსის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა. კონკურსში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით.


2023 წლის 19 - 23 ივნისს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით გაიმართა „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2023“, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაო შეხვედრები და ვორქშოპები სტუდენტებისთვის მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. კვირეულის მიზანი იყო კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა სტუდენტებში, მათთვის სამეცნიერო სტატიის და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა, ა.შ. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სამუშაო ენები - ინგლისური და ქართული. კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


2022 წლის 10 ივნისს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით დაიგეგმა და განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრების სტუდენტებთან თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია“. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და უნივერსიტეტში არსებულ „პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიტის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმების“ დოკუმენტს. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა შეასრულეს ონლაინ ქვიზი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სამუშაო ენა - ქართული და ინგლისური.


2022 წლის 24 მაისს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (სამუშაო ენა - ქართული) თემაზე „სამეცნიერო სტატიის წერა“.


2022 წლის 27 მაისს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (სამუშაო ენა - ინგლისური) თემაზე „სამეცნიერო სტატიის წერა“.


2022 წლის 12 აპრილი - 26 აპრილის პერიოდში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მეირ გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე „პლაგიატის პრევენცია“. "ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ დაგეგმილი "აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის" ფარგლებში სტუდენტებისთვის თემაზე "პლაგიატის პრევენცია" პოსტერების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში „ევროპის უნივერსიტეტის“ ათმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამი  საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა: აფია ტასნემი - პირველი ადგილი, პრაქტიკ სუნილ დესაი - მეორე ადგილი და ანანო გოგოლაძე - მესამე ადგილი.

პოსტერების კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს -  შეჰარბან თჰაჩაპალლათჰ შაჯაჰანს, საინი პიმანშუს, დაიამა ლიტეშ ნანდკიშორს, ფრანკლინ ჩინედუ ნვეზეს, შარმა მრიგაკშიკას, სონუ ვატსას და აჰმად ადობრეის სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.

პოსტერების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია სტუდენტურ სივრცეში გაიმართა. https://www.eu.edu.ge/ge/news/1796-evropis-universitetis-sametsniero-kvleviti-sakmianobis-khelshecqobis-tsentris-mier

გააზიარე გვერდი:

Hello World!