დიპლომირებული მედიკოსი
- მიმართულება: 091 ჯანდაცვა, 0912 მედიცინა
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი
- პროგრამის ხელმძღვანელები: ზაზა ავალიანი, პროფესორი e-mail: avaliani.zaza@eu.edu.ge; გიორგი გაბისონია, ასისტენტ-პროფესორი e-mail: giorgigabisonia@eu.edu.ge
- სწავლების ენა: ინგლისური
- სწავლის ხანგრძლივობა: 12 სემესტრი
- პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს პრაქტიკაში დაეყრდნოს მტკიცებითი მედიცინის პრინციპებს, კვალიფიციურად გამოიყენოს კვლევითი, ეთიკური და კომუნიკაციური უნარები; შეძლოს თავი დაიმკვიდროს და პროფესიულად განვითარდეს მუდმივად ცვალებად გარემოში.
პროგრამის ამოცანები:
- ბიოსამედიცინო, კლინიკურ და სოციალურ მეცნიერებებში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი კურსდამთავრებულების მომზადება;
- კურსდამთავრებულთა შორის შესაბამისი კვლევითი და კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველყოფა;
- მაღალი ეთიკურ ღირებულებებისა და პროფესიული იერის ჩამოყალიბება; კოლეგებთან და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარების გამომუშავება
- კურსდამთავრებულთა შორის ცოდნის უწყვეტი განვითარებისადმი ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი უნარების გამომუშავება;
- საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ავადობის პრევენციის გზით.
დასაქმების სფერო
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთსაფეხურიანი საგანმანათებლო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულს არ აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება, თუმცა მათ შეუძლიათ დასაქმდნენ უმცროსი ექიმის პოზიციაზე და შეასრულონ ექიმის მოვალეობები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5). უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე კურსდამთავრებულს უფლება აქვს განახორცილეოს შემდეგი ქმედებები: ა) გააგრძელოს სწავლა დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (რეზიდენტურა) და მისი დასრულების შემდეგ მოიპოვოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) გააგრძელოს მოღვაწეობა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ასევე აკადემიური მიმართულებებით, მედიცინის თეორიულ, ან ჯანდაცვის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც არ არის დაკავშირებული დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობასთან. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 17).
დაშვების წინაპირობა
პროგრამაზე სწავლის ძირითადი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
საქართველოს კანონის - “უმაღლესი განათლების შესახებ” 52-ე მუხლის თანახმად:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს შპს ევროპის უნივერსიტეტში.
ბ) პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა (ინგლისური ენა), არჩევითი მეოთხე საგანი: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ბარიერის დაძლევა, გარდა ინგლისური ენისა - ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 80%.
პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვება:
· პირები, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.13.2011 №224/ნ ბრძანების „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ “ საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებული არიან დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, ევროპის უნივერსიტეტის ,,ენობრივი კომპეტენციის წესის შესაბამისად“.
პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №10/ნ-ით (4.02.2010) დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.