საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელი გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში
ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტმა 2017 წლის 13 აპრილს 17:00 საათზე ევროპის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩაატარა თეორიული სემინარი თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელი გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“
მომხსენებელი იყო საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით იაკობიძე