თეორიული სემინარი: მონეტარულ პოლიტიკის გადაცემის მექნიზმები
მომხსენებელი: პროფესორი გივი ლემონჯავა
მოხსენებაში განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის მექანიზმები და ამ მექანიზმებს შორის არსებული კავშირები. მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც აწესებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი, გავლენას ახდენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ცვლილებები გავლენას ახდენს ინდივიდებისა და ფირმების ხარჯებზე, მათ დაზოგვისა და ინვესტირების გადაწყვეტილებებზე, რაც აისახება აქტივების ფასებზე. ნაშრომში ნაჩვენები იქნება, ყველაფერი ეს როგორ აისახება საერთო მოთხოვნაზე და როგორი იქნება ზეწოლა ინფლაციაზე.
შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს: პროფეორმა გოჩა თუთბერიძემ, გივი ბედიანაშვილმა, გივი ბაქრაძემ, ასევე დამსწრე სტუდენტებმა.
აზრი გამოთქვეს პროფ. გოჩა თუთბერიზემ, გივი ბედიანასვილმა.
თეორიული სემინარის მუშაობა შეაჯამა: პროფ. გივი ბედიანაშვილმა.