კონკურსის მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის 

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) 68-ე ასამბლეაზე ერთი სტუდენტის გაგზავნასთან დაკავშირებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 იანვრის 24.00 საათი ელექტრონულ ფოსტაზე: jojua.natia@eu.edu.ge.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:  
  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი.

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება  ერთ ეტაპად - გამოგზავნილი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის შესაბამისობის დადგენით დაწესებულ მოთხოვნებთან.

 

შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმებია:
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) – 60 %
  • აკადემიურ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოფები და სხვ.) - 30 %
  • ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობა (ტუტორობა, საპილოტე პროგრამებში მონაწილეობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში თანამონაწილეობა და სხვ.) – 10 %

კომისია ერთ შერჩეულ კანდიდატს გამოავლენს 2019 წლის 12 იანვარს 18.00 საათამდე.

კონკურსის შედეგი გამოქვეყნდება 2019 წლის 12 იანვრის 24.00 საათამდე.

გააზიარე გვერდი: