ევროპის უნივერსიტეტში სამხრეთ კაროლინას მოქმედი პროკურორი სპეც-კურსს ატარებს

2018 წლის 5 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტს სამხრეთ კაროლინას (აშშ) მოქმედი პროკურორი (წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში) უილიამ ვოტკინსი ეწვია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართალსა და აშშ-ს საკონსტიტუციო სამართალში სპეც-კურსს 10 დღის განმავლობაში ჩაატარებს. კურსს სრულად აფინანსებს ევროპის უნივერსიტეტი, მასში მონაწილეობას კი სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ.

უილიამ ვატკინსის ავტორობითაა გამოცემული ცნობილი წიგნი - „ამერიკის დამოუკიდებლობის აღდგენა - კენკუტისა და ვირჯინიის რეზოლუციები და მათი მემკვიდრეობა“. ის ასევე არის ოკლანდის (აშშ, კალიფორნია) დამოუკიდებელი ინსტიტუტის მკვლევარი.

გააზიარე გვერდი: