ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება" გაიმართა
2018 წლის 14 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტში პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება" გაიმართა. კონფერენციის პლენარული სესიის ძირითადი საკითხი "ეკონომიკური მეცნიერების თეორიული და პარადიგმული საფუძვლები" იყო. ღონისძიება პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემის 100 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ორ სექციაში, შემდეგ საკითხებზე იმუშავეს:
- ეკონომიკური მეცნიერება და მისი სწავლება, მაკროეკონომიკა და ინსტიტუციური ეკონომიკა - სექციის ხელმძღვანელი: ელგუჯა მექვაბიშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი);
- ცოდნის ეკონომიკა, ტექნოლოგიები, სამეწარმეო საქმიანობა, გლობალიზაციის გამოწვევები - სექციის ხელმძღვანელი: გივი ბედიანაშვილი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი).
სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტი - გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი - ჟურნალი "გლობალიზაცია და ბიზნესი".