8 ნოემბერს სემინარი თემაზე - რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში გაიმართება
8 ნოემბერს, 15 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება თეორიული სემინარი თემაზე - რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში: ლატვიის გამოცდილება! ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი. სემინარს ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის პროფესორები - ინტა ოსტროვსკა და დიმიტრი ოლეხნოვიჩი გაუძღვებიან.