ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს სასერტიფიკატო კურსი “მოწმის დაკითხვის ხელოვნება”
2018 წლის 12 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს ცნობილი ამერიკელი ადვოკატის ჯეკ რაისის 4 საათიანი სასერტიფიკატო კურსი “მოწმის დაკითხვის ხელოვნება”. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული კურსის მიმდინარეობაში, რომელიც სასამართლო პროცესზე მხარეებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ინტერაქციური და საინტერესო ფორმით ეხებოდა. ღონისძიების დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.