ევროპის უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 23-24 თებერვალს, 12:00-დან 19:00 საათამდე, ევროპის უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს, ასევე საქართველოში განათლების მიღების მსურველ უცხოელ მოქალაქეებს, განათლების საერთოშორისო გამოფენაზე Expo Georgia-ში ეპატიჟება.

EU-ს სტენდთან თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ჩვენი საბაკალავრო, სამაგისტრო და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სრულ ინფორმაციას. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შეეცდებიან, თავი ერთი დღით სტუდენტად გაგრძნობინონ, ჩაგიტარებენ მასტერ-კლასებს და თქვენს ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ.

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომელ სფეროში გსურთ მომავალში საქმიანობა, EU დაგახვედრებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნათ აღნიშნულ თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიაზე. გარდა ამისა, ევროპის უნივერსიტეტი თავის სტენდან მისულ სტუდენტს უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს უმზადებს.

ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის მიმართულებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შემდეგი პროგრამებითაა წარმოდგენილი:

  • ფინანსები და საბანკო საქმე (საბაკალავრო)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (საბაკალავრო)
  • ტურიზმის ადმინისტრირება (საბაკალავრო)
  • კომპიუტერული სისტემები და ქსელები (საბაკალავრო)
  • პროგრამირება და ვებ-დეველოპმენტი (საბაკალავრო)
  • მენეჯმენტი (სამაგისტრო პროგრამა)

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  • საერთაშორისო სამართალი (საბაკალავრო)
  • სამართალი (საბაკალავრო, სამაგისტრო)
  • საერთაშორისო ურთიერთობები (საბაკალავრო)
  • ფსიქოლოგია (საბაკალავრო)
  • ინგლისური ფილოლოგია (საბაკალავრო)

გარდა ამისა:

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მედიცინის ფაკულტეტი:

 

  • დიპლომირებული მედიკოსი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურად)
  • დიპლომირებული სტომატოლოგი საგანმანათლებლო პროგრამა  (ინგლისურად; ქართულად)
  • ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა (ქართულად)
გააზიარე გვერდი: