21 იანვარს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი გაიმართება
21 იანვარს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივრსიტეტის“ სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე, “ინტელექტუალური საკუთრება - იდეიდან ინოვაციამდე" გაიმართება.
ვორკშოპს ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და იურიდიული კომპანია, “DRD Intellectual Property Firm” -ის დამფუძნებელი პარტნიორი, ანა დალაქიშვილი გაუძღვება.
შეხვედრაზე მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებსა და მათ სამართლებრივ ასპექტებს მიმოიხილავს.
სტუდენტები აღნიშნულ სფეროში მოქმედ ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტსა და უფლებების კომერციალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეასრულონ სხვადასხვა სახის პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა:
• სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
• უნარიანობის შესახებ დასკვნის მომზადება;
• საავტორო უფლებებზე სალიცენზიო ხელშეკრულების შედგენა;
• საპატენტო განაცხადის წარდგენა და სხვა.
ვორკშოპი გაიმართება „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსში, მისამართი: გურამიშვილის გამზირი N76, აუდიტორია 505.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერთან, არა უგვიანეს 18 იანვრის, 18:00 საათისა.
ვორკშოპზე დამსწრე პირებს გადაეცემათ სერტიფიკატები.