სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე "გახდი ნოტარიუსი 1 დღით" ჩატარდა

26 დეკემბერს, "ევროპის უნივერსიტეტში" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე "გახდი ნოტარიუსი 1 დღით" ჩატარდა.

ვორკშოპს "ევროპის უნივერსიტეტის" მოწვეული ლექტორი, ნოტარიუსი ხატია ბერიძე უძღვებოდა.

თავდაპირველად, მონაწილეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია თემაზე: "როგორ გავხდეთ ნოტარიუსი", რის შემდეგაც, მათ მოირგეს ნოტარიუსის როლი და შეასრულეს სხვადასხვა სახის პრაქტიკული სამუშაოები, როგორებიცაა, ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმება, ანდერძის დამოწმება, მინდობილობის შედგენა და ა.შ.

სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი: