“ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის დამატებითი კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტისადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევად, დამატებითი კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" მიხედვით.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტისათვის:

მასპინძელი უნივერსიტეტი: ლუბლიანას ბიზნეს სკოლა, სლოვენია

სამიზნე აუდიტორია: ადმინისტრაციის ნებისმიერი თანამშრომელი

რაოდენობა: 2

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე

მობილობის პერიოდი: 19-23 მაისი, 2025

ღონისძიება: საერთაშორისო კვირეული 2025

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 170 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 395 ევროს ფარგლებში.

*საერთაშორისო კვირეული ეძღვნება სტრატეგიული მართვის მიდგომებსა და გლობალურ განათლებას. თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ვხვდებით  ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და საერთაშორისო შრომის ბაზარი. აღნიშნული საკითხების მოგვარების გზად კი, სტრატეგიული მენეჯმენტი და უმაღლესი საგანამანათლებლო პოლიტიკა მიიჩნევა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ სემინარები და  სამუშაო შეხვედრები. მათ საშულება ექნებათ უკეთ გაიცნონ ადგილობრივი კულტურა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზეhttps://forms.gle/xKTRWsZ6CPrhZJydA

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია და რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით).

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა:  30 დეკემბერი, 2024

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

გააზიარე გვერდი: