"ევროპის უნივერსიტეტში“ ლექცია თემაზე "კლინიკური ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში" გაიმართა
18 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში“ ლექცია თემაზე "კლინიკური ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში" გაიმართა.
კლინიკურ ფოტოგრაფირებაზე "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულმა ლუკა კრაწაშვილმა ისაუბრა. ლექციას სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.
კლინიკური ფოტოგრაფირება გახდა თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილი, როგორც პაციენტთან სწორი კომუნიკაციის, ასევე სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე განხილული იყო მობილური ტელეფონით მაღალი ხარისხის ფოტოპროტოკოლის შექმნის დეტალები და პრაქტიკული რჩევები.
აღსანიშნავია, რომ ლუკა კრაწაშვილმა სწავლის პერიოდში უნივერსიტეტისგან მიიღო დაფინანსება პროექტისთვის "მობილურით ფოტოგრაფია სტომატოლოგიაში და მისი მნიშვნელობა“. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ლუკა კრაწაშვილმა გუნდთან ერთად შექმნა ფოტოგრაფირებისთვის საჭირო გზამკვლევი, რომელსაც მასტერკლასების ფორმატში უზიარებს მომავალ სტომატოლოგებს.