კონკურსი სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით
"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის ფაკულტეტი სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის თურქეთის "აიდინის უნივერსიტეტში" კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს.
შერჩეული სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში.
პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და სტუდენტისთვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2025 წლის 1-8 თებერვალი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
1. სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი.
2. სწავლის საფეხური - სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-2-დან მე-9 სემესტრის ჩათვლით.
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 8 იანვრის 18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 10 იანვარს, 12:00 საათზე.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს დაფარავს "ევროპის უნივერსიტეტი".