"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სარეაბილიტაციო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩაატარეს
"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად "წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს" ეწვივნენ.
"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის სხვადასხვა დარგის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ ბენეფიციარებს კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.
პროცესს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მარიკა ზურმუხტაშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდება სისტემატურად და „ევროპის უნივერსიტეტი“ მსგავს დაწესებულებებში სამედიცინო სახის კონსულტაციებსა და გამოკვლევებს მომავალშიც ჩაატარებს.