"ევროპის უნვერსიტეტის" და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით IV საერთაშორისო კონფერენცია: "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" გაიმართება
2024 წლის 16 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით IV საერთაშორისო კონფერენცია: "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" გაიმართება.
კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იქნებიან:
- შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის კავკასიის მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი - მანანა თანდაშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე: “დიგიტალური ბაზებისა და კვლევის დიგიტალური მეთოდების გამოყენება სწავლა-სწავლებაში ინოვაციური შესაძლებლობების დასანერგად”;
- საერთაშორისო ბალკანეთის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლინგვისტიკის პროფესორი - იგბალე მიფთარი-ფეტიში, რომელიც ისაუბრებს თემაზე: “შეფასება AI ეპოქაში: გამოწვევა თუ აუცილებლობა თანამედროვე განათლებაში?”;
- სოკრატეს ლექციების სიმპოზიუმი, ლუბლიანას უნივერსიტეტი - ელენა ისტილეულოვა, თემით: “ინოვაციური სწავლების და სწავლის მეთოდები: მეცნიერების, ხელოვნების და ჯანმრთელობის ინტეგრაცია დროის პერსპექტივიდან (უსაფრთხოების მართვის სისტემის გამოყენებით)”.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით).
კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: https://iceti.eu.edu.ge/home/about-conference/