კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" პრაქტიკის გავლის მიზნით

"ევროპის უნივერსიტეტის" "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას 2025 წლის 6 იანვრიდან 31 იანვრის  ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • GPA > 3.0
  • სწავლის საფეხური - დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6  კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge დეკემბრის 20:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 11 დეკემბერს

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 3 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 13 დეკემბრისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

გააზიარე გვერდი: