“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “იურისტის ეთიკური ვალდებულებები“ გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “იურისტის ეთიკური ვალდებულებები“ გაიმართა. ლექციას უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი უძღვებოდა.
სტუდენტების, სპეციალისტების და თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მნიშვნელოვანი დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. ლექცია მიმოიხილავდა იურისტის ეთიკურ დილემებს, მათი ზეგავლენის სფეროებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც იურიდიული პრაქტიკისას შეიძლება წარმოიშვას.
შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო როგორც იურისტებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია სამართლის ეთიკით, სამართლებრივი რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობით.
აღნიშნული ლექცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამართლის საფუძვლების, მისი ამჟამინდელი გამოწვევებისა და განვითარებების საკითხებს ეძღვნებოდა.