"ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობენ

"ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 10 სტუდენტი ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელთან ბესიკ ტაბატაძესთან ერთად, "ერაზმუს+" შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობს.

საერთაშორისო ღონისძიების მიზანია სტუდენტებსა და ექსპერტებს მთელი ევროპის მასშტაბით, ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული როლის შესწავლას ტურიზმში, მედიასა და განათლებაში.

საერთაშორისო კვირეულის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ევროპელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სესიები ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობების შესახებ, ინტერაქციული სამუშაო შეხვედრები და კულტურული ურთიერთობები.

გააზიარე გვერდი: