"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი “ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ფორუმს 2024”-ს დაესწრო
14-16 ნოემბერს "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძე, ტვენტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) გამართულ “ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ფორუმს” დაესწრო.
ფორუმი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენებით განათლების, კვლევისა და საზოგადოების ჩართულობის განვითარების საკითხებს ეხებოდა.
2024 წელს ფორუმმა კიდევ ერთხელ ერთ სივრცეში გააერთიანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ხარისხის განვითარების მიმართულებით, სტუდენტები და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ევროპული პოლიტიკა და ტენდენციები, კვლევები, თემასთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები და მიმდინარე მოვლენები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
“ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი” წარმოადგენს პლატფორმას დისკუსიისთვის, სივრცეს პროფესიული განვითარებისთვის და მსოფლიოს მასშტაბით დარგის წამყვან პირებთან გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას.