"ერაზმუს+" საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის აქტივობის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტში" 2024-2025 გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ხუთი სტუდენტი “ევროპის უნივერსიტეტის” ოთხი ფაკულტეტიდან, რომელთაც საშუალება ექნებათ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ.
კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან:
- ქეთევან ჯაფარაშვილი, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი - ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი);
- სერენ ჯუნი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი - მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
- ორანუს ბაჰთიარი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი - სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი);
- ანამარია საველიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი - ხაენის უნივერსიტეტი (ესპანეთი);
- ილია ლომიძე, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი - ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი).
აღსანიშნავია, რომ პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.
“ევროპის უნივერსიტეტი” მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებით, უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას.