ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ვორქშოპების სერია "სტრესი, პროდუქტიულობა და ენერგიის მართვა" გაიარეს

"ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციები თემაზე "სტრესი, პროდუქტიულობა და ენერგიის მართვა“ გაიმართა.

ლექციათა სერიას ფსიქოგანათლების ცენტრის "Psycho-Solutions” ხელმძღვანელი, ტრენერ-კონსულტანტი მაია ხოსიტაშვილი უძღვებოდა.

ვორქშოპის ფარგლებში სტუდენტებმა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენებით თავად შეაფასეს საკუთარი სტრესმედეგობის დონე. შედეგად კი, საკუთარი ფსიქოლოგიური პროფილის გათვალისწინებით, განსაზღვრეს პროდუქტიულობისა და ენერგიის მართვის ინდივიდუალური სტრატეგიები.

ვორქშოპებზე სტუდენტები ჩაერთნენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში, გააკეთეს ფსიქოლოგიური ტესტები, სიტუაციის მოდელირება და კონკრეტული შემთხვევების ანალიზი.

სერიის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი: