ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის ERASMUS+ პროექტის "VETPRO“ ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

8 ნოემბერს "ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა - მაია კერესელიძემ და ნინო მილაშვილმა, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.

საჯარო ლექცია ERASMUS+ პროექტის "სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“, VETPRO, ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479 ფარგლებში გაიმართა.

ლექციის მსვლელობისას პროფესორმა მაია კერესელიძემ ცხოველთა ზოონოზური დაავადებების შესახებ ისაუბრა. პროფესორმა ნინო მილაშვილმა კი დამსწრეებს ვეტერინარიის დარგში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები გააცნო.

საჯარო ლექციას "ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გააზიარე გვერდი: