"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა პაროდონტოლოგიაში სტუდენტურ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა პაროდონტოლოგიაში სტუდენტურ კონკურსში - “პაროდონტიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მეთოდები” მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადოების (GSPi) ორგანიზებითა და კომპანია “Curasept-worldwide”ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსი ორი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი თეორიული სალექციო ნაწილის შემდეგ "ევროპის უნივერისტეტის" სტუდენტებმა საკონკურსო შეკითხვებს წარმატებით უპასუხეს და მეორე ეტაპზე პრაქტიკულ ვორქშოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

პროექტის გამარჯვებული 2025 წელს ვენაში პაროდონტოლოგიის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას  EuroPerio 11 დაესწრება.

გააზიარე გვერდი: