"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები ბელგიაში, ლუსია დე ბრუკერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს ესწრებიან
"ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე და სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე "ერაზმუს+" საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ბელგიაში, ლუსია დე ბრუკერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს ესწრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარებსა და ვორკშოპებს ინტერნაციონალიზაციისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობების პერსპექტივების შესახებ.
კვირეულს ესწრებოდა 20-ზე მეტი მონაწილე ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე ინოვაციების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, "ევროპის უნივერსიტეტი" ჰორიზონტის გაფართოებას აგრძელებს.