"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პაქტიკას გაივლიან
გერმანიაში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში 3-7 თებერვალს კლინიკურ სტაჟირებას გაივლიან.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს "ევროპის უნივერსიტეტი".