“ციფრული მმართველობის სააგენტო”-მ „ევროპის უნივერსიტეტში“ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ღია შეხვედრა გამართა
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ, „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ წარმომადგნლებმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრაზე სტუდენტებმა გაიგეს კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების შესახებ, შეისწავლეს რისკების შემცირებისა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესები.
შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ინტერაქტიული ქვიზი, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.