ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ბელგიაში ერაზმუს+ შერეულ-ინტენსიურ პროგრამას გაივლიან
ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
24-30 ნოემბერს შერჩეული სტუდენტები პიქსელის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტში (ჰასელტი, ბელგია) სრულად დაფინანსებულ ერთკვირიან ტრენინგის ტიპის მობილობას გაივლიან:
- ნიკა სოხაშვილი
- ლადო მეგრელიძე
- ლელა ყურშავიშვილი
- შოთა ქებულაძე
- დიანა მიქელაძე
- ნიკა ჭითავა
- თეკლე ჩხეიძე
- ლუკა მორბედაძე
- კახა ფუტკარაძე
- ვანიკო გელაძე
ტრენინგი მოიცავს ლექციათა სერიას ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ როგორ ცვლის მანქანური სწავლება და ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) ჩვენი კომუნიკაციისა და დასწავლის ფორმებს.
პროგრამა მოიცავს როგორც ლექციებს, ისე ინტერაქტიურ სემინარებს, საველე ვიზიტებს და კულტურულ ღონისძიებებს.