ღია შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტში“: რა არის კიბერუსაფრთხოება?!

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე “ციფრული მმართველობის სააგენტო” "ევროპის უნივერსიტეტში" კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ღია შეხვედრას გამართავს. 

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ, „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ წარმომადგნლები „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის  საჯარო შეხვედრას ჩაატარებენ.

შეხვედრის მიზანია კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების გაზიარება, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლება, რისკების შემცირება და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისება.

თარიღი: 31 ოქტომბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის” A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505.

გააზიარე გვერდი: