"ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის კონკურსი გამოცხადდა
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად, კონკურსი გამოცხადდა.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" მიხედვით.
საერთაშორისო მობილობის კონკურსში ჩართვის უფლება აქვს:
- უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ნებისმიერ პირს, რომლის წლიური საშუალო შეფასებაც 4.0-ზე მაღალია და ადმინისტრაციის ნებისმიერ თანამშრომელს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტებისათვის:
თითოეული უნივერსიტეტისათვის ინფორმაცია სასწავლო მიმართულების, სამსახურების და სტიპენდიის დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ინფორმატიკა
- ადმინისტრაციული მობილობა: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; სტრატეგიული განვითარების სამსახური
ასპირას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი
- ადმინისტრაციული მობილობა: უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური
ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, უნგრეთი
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა
კომენიუსის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
მობილობის ტიპი და მიმართულება:
- აკადემიური მობილობა: სამართალი
EKA გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, განათლება
- ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები; სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი
GBSB-ის გლობალური ბიზნეს სკოლა, მალტა
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
- ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხი უზრუნველყოფის მენეჯერები
ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; მენეჯმენტი
- ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის
ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები
მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვეცში, ხორვატია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ტურიზმი; ინფორმატიკა
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი
- ადმინისტრაციული მობილობა: ბიბლიოთეკა; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი
პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: არქეოლოგია; ისტორია
- ადმინისტრაციული მობილობა: სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები
რიგას სამედიცინო კოლეჯი, ლატვია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: მედიცინა
მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: კომპიუტერული ინჟინერია
- მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
- დედლაინი: 10 ნოემბერი
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნეს ადმინიტრირება; სამართალი; ტურიზმი; ინფორმატიკა
- მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
- დედლაინი: 10 ნოემბერი
ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნეს ადმინიტრირება; ეკონომიკა
- მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: ბიზნეს ადმინიტრირება
გაბრიელ დ'ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია
მობილობის ტიპი და მიმართულება
- აკადემიური მობილობა: მედიცინა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/QDuu5szPuKmbVBsPA
განაცხადის ფორმა ივსება მხოლოდ ერთხელ და თანამშრომელს აქვს უფლება დააფიქსიროს ინტერესი მაქსიმუმ სამი უნივერსიტეტისათვის.
განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია, რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით) და ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება* (უელვას უნივერსიტეტი, მალაგას უნივერსიტეტი და ზაგრების უნივერსიტეტისათვის).
მშობლიური უნივერსიტეტის მხრიდან, დოკუმენტის ხელმოსაწერად, გთხოვთ, მიმართოთ დეკანს; მასპინძელი უნივერსიტეტიდან ხელმოწერის მისაღებად, კანდიდატმა თავად უნდა მოიძიოს, მიმართულების შესაბამისი, მიმღები პირი, რომელიც პასუხიმგებელი იქნება ხელმოწერაზე.
*კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა (უელვას უნივერსიტეტი და მალაგას უნივერსიტეტი): 10 ნოემბერი, 19:00 საათი.
კონკურსში წარმოდგენილი ყველა სხვა უნივერსიტეტისათვის: 15 ნოემბერი, 19:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
International.office@eu.edu.ge
76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317
ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)
ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.