"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში დევნილი მოსახლეობა უფასო მომსახურებას მიიღებს

დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობა “ევროპის უნივერსიტეტის” საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას მიიღებს.

აღნიშნულ შეთანხმებას "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკა EU Dent-სა და აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კლინიკა EU Dent-ის დირექტორმა სოფიო სამხარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ მოაწერს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები და 17 წლამდე ბენეფიციარები EU Dent-ში უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებას:

50 წელს ზემოთ:

  • კბილების ექსტრაქცია 
  • თერაპიული მკურნალობა (კარიესი, პულპიტი, პერიოდონტიტის მკურნალობა).

17 წლამდე:

  • კბილების წმენდა
  • პროფესიული ფტორირება
  • ფისურების ჰერმეტიზაცია

"ევროპის უნივერსიტეტი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა.

გააზიარე გვერდი: